ახალი ამბები

საგარეჯოში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა

ტრაილერი, რომელიც რუსეთის სანომრე ნიშნებით მოძრაობდა, მოსახვევში გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯერ სამარშუტო ტაქსს, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაზარალებული პროლიციელები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
როგორც knews.ge–ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მთვრალ მდგომარეობაში.