ახალი ამბები

ავტოავარიის შედეგად შაშიანში კრიმინალური პოლიციის ავტომანქანა დაზიანდა

არსებული ინფორმაციით, სოფელ შაშიანიდან თელავისკენ მიმავალი “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დაეჯახა კრიმინალური პოლიციის პიკაპის მანქანას, რომელიც საპირისპირო მხარეს მოძრტაობდა და გზაზე პატრულირებდა. შეჯახების შედეგად პოლიციის ავტომობილი დაზიანდა. “ოპელში” მჯდომი ერთი მგზავრი კი მსუბუქად დაშავდა. როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„სოფელ შაშიანშო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იკვეთება „ოპელის“ მძღოლის ბრალეულობა. მძღოლს პოლიციამ ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა“, – განუცხადეს knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.