ახალი ამბები

თელავში მშვიდობის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ნიკოლოზ ყლარტიაულმა განუცხადა, ცეცხლი ძველ ნივთებს მოედო.

,,ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დაიწვა საცხოვრებელ ბინასთან არსებული მცირე ფართი, სათავსო სადაც ძველი ნივთები იყო განთავსებული. საშიშროება იმისა, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტშიც გაჩნდებოდა, არ არსებობს”,– განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ყლარტიაულმა.