ვიდეორეპორტაჟი

კომბოსტოს მოსავლის აღება ახალი ტექნოლოგიით

კომბოსტო, ასევე, შეიცავს A, B, და K ვიტამინებს. კომბოსტო ორწლიანი მცენარეა. პირველ წელს იგი თავს იხვევს, ხოლო მეორე წელს საყვავილე ღეროსა და თესლს იძლევა. კომბოსტო სიცივის ამტანი მცენარეა, რომელსაც თავი საუკეთესოდ უყალიბდება გრილი დღე-ღამისა და მერყევი ტემპერატურის პირობებში. საქართველოში იგი საკუეთესო მოსავალს მთიან რაიონებში იძლევა. ტენის მიმართ მაღალმომთხოვნი მცენარეა. ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობის ქვედა ზღვარი მისი სრული წყალტევადობის 80%-ს შეადგენს, ხოლო ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 60-80%-ს შეადგენს. კომბოსტო კარგად იზრდება და ვითარდება, როგორც ინტენსიური განათების, ისე ღრუბლიანი ამინდის პირობებში.
მისი მოყვანა შესაძლებელია ზღვის დონიდან 1800-2000 მეტრ სიმაღლეზე. ვიდეოს მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ, როგორ შიძლება კომბოსტოს მოსავლის აღება მცირე დროში ახალი ტექნოლოგიების დახმარებით და ნაკლები დანახარჯით.

წყარო: Agriculture & Tractor