ახალი ამბები

ენმ-ს გურჯაანის ოფისს ახალი თავმჯდომარე ეყოლება

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების მსურველს რეგიონული კონფერენციის დაწყებამდე პარტიის ნებისმიერ წევრს შეუძლია განაცხადის შეტანა. მისივე ინფორმაციით, პარტია მუშაობას აქტიურ რეჟიმში გეგმავს. 

„ვემზადებით არჩევნებისთვის. გავაგრძელებთ აქტიურობას იმისთვის, რომ თვითმმართველობის ორგანო, საკრებულო ჩვენ დავაკომპლექტოთ. 13 წელია აქტიურ პოლიტიკაში ვართ და უბრძოლველად არაფრის დათმობას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

დღეს გურჯაანში გაიმართება რეგიონული კონფერენცია, სადაც სხვადასხვა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს აირჩევენ. ამ ეტაპზე სხვა კანდიდატების ვინაობა უცნობია.