ახალი ამბები

თელავში 60 წლამდე დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

როგორც knews.ge–ს გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, დავით ხოკერაშვილის კვალს თელავის ჯვარპატიოსნის სახელობის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე მიაგნეს.
„მანამდე იპოვეს ის ღორი, რომლის საძებნელადაც იყო წასული. მიხვდნენ რომ ისიც სადმე ახლო იქნებოდა. დათო გარდაცვლილი ნახეს ტურბაზის ტყეში, საიდანაც გზა ჯვარპატიოსნის ტაძრისკენ მიდის. თავის ქვეშ საკუთარი სამხედრო ქურთუკი ჰქონდა ამოდებული“, – განუცხადეს knews.ge–ს გარდაცვლილის მეზობლებმა.
დავით ხოკერაშვილი ქალაქ თელავში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 25 იანვარს დაკარგული ღორის საძებნელად სახლიდან ცივის მთის მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაუჩინარდა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, პოლიცია და მონადირეთა 15-კაციანი ჯგუფი.
როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.
“გარდაცვალების მიზეზს გამოძიება დაადგენს. გარდაცვალებულს ძალადობის ნიშნები არ ეტყობა”, – განუცხადეს knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.