სტატიები

კახეთის მუნიციპალიტეტებში თანამშრომლებს ათავისუფლებენ

რეორგანიზაციის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს საშტატო ერთეულების შემცირება, რაც ძირითადად ა(ა)იპი ორგანიზაციებს შეეხება. თანამშრომლების შემცირებასთნ დაკავშირებით 4 იანვარს ხმაური იყო გურჯაანის კულტურის ცენტრში. ცენტრის დირექტორის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელსა და თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ორგანიზაციაში დასაქმებულ 40 თანამშრომელს აცნობეს, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და თანამდებობიდან გათავისუფლება ემუქრებოდათ.

მოგვიანებით ეს საკითხი მედია საშუალებებმა გააშუქეს და პაატა ძულიაშვილმა შეცვალა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კულტურის ცენტრში დასაქმებულებს ხელშეკრუბა ერთი თვით გაუგრძელდა.

მათ ავტომატურად შეუწყდათ უფლებამოსილება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, მაგრამ მათ ეს ვერ აღიქვეს. მე არავინ არ მომიხსნია. არ მქონდა მაგისი უფლება“, – აცხადებს ძულიაშვილი.

მათ ერთთვიანი ხელშეკრულების ვადა უკვე ამოეწურათ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებენ თუ არა ისინი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების.

თელავის მერიაში კი თავს ვალდებულად არ თვლიან, ინფორმირებულები იყვნენ იგეგმება თუ არა ა(ა)იპ-ებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება, რადგან საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია ა(ა) იპ-ების ხელმძღვანელების კომპეტენციაა.

საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია შეეხო თელავის თემის კულტურის ცენტრსაც, საიდანაც დაახლოებით 18 თანამშრომელი გათავისუფლდა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, თანამშრომლების შემცირება საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობას უკავშირდება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებული 6 ა(ა)იპ-დან რეორგანიზაცია შეეხო მხოლოდ კულტურის ცენტრს, საიდანაც 12 თანამშრომელი დარჩა სამსახურის გარეშე. გამგებელი დავით ჯანიკაშვილი მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის პროცესის დროს გაუქმდა უფუნქციო შტატები.

გათავისუფლება შეეხო იმ თანამშრომლებს, რომელთა საჭიროება არ იყო. მათი ყოველთვიური ანაზღაურებისათვის არც თუ ისე ცოტა თანხა იხარჯებოდა. ჩვენ, ასევე, შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და საპრემიო თანხა. ახალ წელს და აღდგომას პრემიები აღარ გაიცემა, – აცხადებს გაზეთ “კახეთის ხმასთან” საუბრისას დავით ჯანიკაშვილი.

თანამდებობის დატოვება მოუწევს ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში 18 დასაქმებულს. ცენტრის დირექტორი კახა მამულაშვილი გაზეთ კახეთის ხმასთან საუბრისას განმარტავს, რომ თანამდებობას დატოვებენ ის  თანამშრომლები, რომლებიც ერთდროულად ორ ა(ა) იპ-ში მუშაობენ.

წლევანდელი ბიუჯეტით დაფინანსება შეგვიმცირდა დაახლოებით 50 000 ლარით და შესაბამისად იძულებული ვარ, თანამშრომლები შევამცირო, – აღნიშნავს მამულაშვილი.

 დანარჩენი 11 ა (ა)იპ-ის ხელმძღვანელებს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციას განახორციელებნ თუ ხარჯებს შემაცირებენ.

თანამდებობებიდან შესაძლო გათავისუფელბის შესახებ გაფრთხილება მიიღო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა ა(ა)იპ-ის თანამშრომელმა. გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი ბოკერია ვერ აკონკრეტებს, რამდენი თანამშრომელი დარჩება სამსახურის გარეშე. ბოკერია საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციას ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირებას უკავშირებს.

თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება თავად ()იპის ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ. მათ უნდა გადაწყვიტონ ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებენ თუ თანამშრომლებს გაათავისუფლებენ“, – ამბობს გიორგი ბოკერია.

ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიდან ა(ა) იპ-ებში ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

კახეთის თვითმმართველ ერთეულებში რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესი სავარაუდოდ თებერვლის ბოლომდე დასრულდება.