ახალი ამბები

თესაუ აცხადებს მიღებას ტექსტოლოგიისა და გამოცემათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე

როგორც Knews.ge–ს პროგრამის ხელმძღვანელმა ქეთევან გიგაშვილმა განუცხადა, პროგრამის მიზანია დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მომზადება ტექსტოლოგიისა და საგამომცემლო სფეროში, რომელსაც უახლესი კვლევების მიღწევების გათვალისწინებით, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე, მაღალკვალიფიციურ დონეზე, საფუძვლიანად ექნება ათვისებული დარგის ტრადიციული თუ თანამედროვე მიდგომები და კვლევის მეთოდები.
“ამ მიმართულებით დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირს დამოუკიდებლად შეეძლება სასწავლო პროცესის დაგეგმვა და კვლევის წარმართვა უკეთესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო შედეგების მისაღწევად, ორიგინალური კვლევითი ნაშრომის შექმნა,სამეცნიერო ფორუმებზე მოხს ენებების წაკითხვა, საკუთარი შეხედულებების დასაბუთება, კომუნიკაცია დარგის წამყვან სპეციალისტებთან, უმაღლეს სასწავლებელში სალექციო კურსების მაღალ დონეზე წარმართვა, დროისა და ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ისეთი კვლევითი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ქართული ტექსტოლოგიისა და საგამომცემლო სფეროს განვითარებისათვის, არამედ გარკვეულ წვლილს შეიტანს ამ დარგის ზოგადი თეორიებისა და ტექნოლოგიების სრულყოფაში”, – განუცხადა knews.ge–დ ქეთევან გიგაშვილმა.
მისაღები გამოცდა ჩატარდება 2017 წლის 20 თებერვალს, 11:00 საათზე. გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, საუკეთესო შედეგის მქონე 2 კონკურსანტი მიიღებს ყოველთვიურ, 800 ლარიან სტიპენდიას სწავლის პერიოდში.
საბუთები მიიღება 2017 წლის 6 თებერვლიდან 2017 წლის 17 თებერვლის ჩათვლით, 15:00 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სწავლულ მდივანთან (უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მესამე სართული, 45-ე ოთახი).
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნულ სადოქტორო პროგრამას აკრედიტაცია 2015 წლის თებერვალში მიანიჭა.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაცია შეუძლიათ ნახონ ამ ბმულზე.

http://tesau.edu.ge/gancxadebebi/605-telavis-saxelmtsifo-universiteti–acxadebs-mighebas-teqstologiisa-da-gamocematmcodneobis-sadoqtoro-saganmanatleblo-programaze.html