ახალი ამბები

სოფელ ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი შენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სახლის დღემდე შემორჩენილი მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნანგრევები დაკონსერვდება და მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, იქვე აშენდება მუზეუმი.

,,ბაკურციხეში ხშირად ჩადიან უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები და წმინდანის ცხოვრებით დაინტერესებული მკვლევარები, ამიტომ, გადაწყვეტილია მოეწყოს ერთგვარი სადისკუსიო სივრცე: შეხვედრების დარბაზი, წმინდანთან დაკავშირებული მცირე საგამოფენო კუთხით, რისთვისაც ახალ შენობაში გათვალისწინებულია შეხვედრების ოთახი მემორიალური საგამოფენო კუთხით. ასევე, გათვალისწინებულია არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და შემოღობვა. სამუშაოებზე 20 ადამიანია დასაქმებული”, – განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 396 693,00 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება 2017 წლის მაისში იგეგმება.