ახალი ამბები

სოფელ ბუშეტში სამედიცინო ამბულატორია აშენდება

როგორც knews.ge–ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებით ძირითადად ოთხი სოფლის: ქვემო ხოდაშნის, ბუშეტის, ვანთისა და აკურის მოსახლეობა ისარგებლებს. შათირიშვილის ინფორმაციით, ამბოლატორიის სამშენებლო სამუშაოებისათვის თურქული არასამთავრობო ორგანიზაცია „ტიკა“ 170 ათას ლარს გამოყოფს.
„თურქული არასამთავრობო ორგანიზაცია დაგვპირდა, რომ სოფელ ბუშეტში ამბულატორიის მშენებლობას დააფინანსებს. ეს პროცესი ცოტა გაჭიანურდა. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაიწყება მშენებლობა. ეს ორგანიზაცია სოფელ ლეჩურში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოსაწყობადაც გამოყოფს თანხას“, – განუცხადა knews.ge–ს ალექსანდრე შათირიშვილმა.