ახალი ამბები

კახეთში გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო სემინარები ჩატარდება

პროგრამის წარმომადგენლის გიორგი ორკოდაშვილის განცხადებით, სასწავლო კურსი ხორციელდება პროგრამის ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ და თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მიერ. 
,,გარემოსდაცვითი კურსი, რომელიც ეხება ნარჩენების ინტეგრირებულ მართვას, ჩატარდება თელავის, ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. სასწავლო კურსი, რომლის ხანგრძლივობა 1 თვეა, სალექციო-სატრენინგო კურსების გარდა, მოიცავს საველე გასვლებს, კვლევებს და პრაქტიკულ სამუშაოებს”, – განაცხადა ორკოდაშვილმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის და აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული: https://docs.google.com/…/1FAIpQLSc89QAR8L596X2j6H…/viewform
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით:
+995 555 67 08 18
Orkodashviligiorgi@gmail.com
გიორგი ორკოდაშვილი.