ახალი ამბები

რეგიონის განვითარების ცენტრმა თელავის მუნიციპალიტეტს ნაგვის 6 ბუნკერი გადასცა

პროექტის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ნაგვის 6 ბუნკერი საჩუქრად გადაეცა. ბუნკერები განთავსდება სოფელ ართანაში, სანიორეში, ნაფარეულში, ლალისყურში, ყარაჯალასა და რუისპირში. როგორც knews.ge-ს რეგიონის განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ლიზი სოფრომაძემ განუცხადა, პროექტის მიზანი იყო მოსახლეობისა და ხელისუფლების თანამშრომლობის გზით. თელავის მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა. 

„პროექტის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩავატარეთ თელავის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში: რუისპირში, ვარდისუბანში, აკურაში, ვანთაში, კურდღელაურში, ნაფარეულში, სანიორეში, ართანაში, ლალისყურსა და ლაფანყურში. სოფლებში გაიმართა საჯარო შეხვედრები, ნარჩენების მართვის საკითხზე ტრენინგები, დასუფთავების აქციები. მოსახლეობამ ხელისუფლებას გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პროექტის პირველ ეტაპზე სოფლებში შეხვედრების დროს გამოვლინდა დასუფთავების მხრივ არსებული პრობლემები:ზოგიერთ სოფელში ბუნკერების არარსებობა და ნარჩენების გატანის დაბალი ინტენსივობა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ პრობლემების მოგვარებას მომავალ წელს გეგმავს“, – განუცხადა knews.ge-ს ლიზი სოფრომაძემ. 
პროექტი კახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში: ქალაქი თელავში, თელავის თემში, საგარეჯოში, სიღნაღში, ახმეტასა და ლაგოდეხში „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი 2016 წლის აგვისტოში დაიწყო.