ახალი ამბები

ბატონის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუზეუმის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება

მუნიციპალური განვითარების ფონდი სამუშაოების დასრულებას 2017 წლის ზაფხულში გეგმავს. საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცის შექმნასა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობას. 
რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. ახალი მუზეუმი რეაბილიტირებული ბატონის სასახლის მიმდებარედ შენდება. 
მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს. 
„სამუშაოები მიმდინარეობს დაგეგმილი გრაფიკით. მუზეუმში იქნება რამდენიმე საგამოფენო დარბაზი. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ამფითეატრი, კაფეები და სხვა ღირსშესანიშნაობები, რომლებიც დამატებით მოიზიდავს ტურისტებს“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.