ახალი ამბები

სოფელ ართანაში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. ღონისძიებას დაესწრო გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძეც, რომელმაც ახალგაზრდულ ცენტრში განთავსებულ ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა. დოლიძის განცხადებით, ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობას და ინტეგრაციას. 
„სოფლებში არ არსებობს ახალგაზრდული ცენტრები, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ არაფორმალური განათლება, მოახდინონ სოციალიზაცია. ეს არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თათია დოლიძემ.