ახალი ამბები

ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რაიონებს ენრგომომარაგება ორი დღის განმავლობაში შეუწყდება

23 დეკემბერს, 12:00-დან 15:00-მდე, ენერგომომარაგება შეეზღუდება ქალაქ დედოფლისწყაროს, ასევე, სოფლების: ჯაფარიძის, ფიროსმანისა და საბათლოს მოსახლეობას. კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ს/ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ დაგეგმილი პროფილაკტიკური სამუშაოებია. უწყების ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.