ახალი ამბები

დედოფლისწყაროს რაიონში წითელ წიგნში შეტანილი 16 სარსარაკი მოკლეს

როგორც Knews.ge-ს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტში განუცხადეს, სამართალდამრღვევებმა ე.წ. პროჟექტორის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს 1 კურდღელი და 16 სარსარაკი, რომელზე ნადირობაც კანონით აკრძალულია.
უწყების ინფორმაციით, გარემოზე მიყენებული ზიანი 24 ათას ლარს შეადგენს.
მომხდართან დაკავშირებით შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმები.