ახალი ამბები

თესაუს სტუდენტებმა Erasmus+ გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვეს

როგორც knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სტუდენტებმა 2016-2017 სასწავლო წლის 1 სემესტრის განმავლობაში საზღვარგარეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მოიპოვეს. 
თესაუ-ს სტუდენტები: მარიამ ალექსიძე, ავთანდილ კიკნაძე და ამირან ბოჭორიშვილი იტალიის ქალაქ ტუშას უნივერსიტეტში ისწავლიან; ბულგარეთის ქალაქ რუსეს უნივერსიტეტში სწავლას ზაზა ბეციაშვილი და შოთა ბიწკინაშვილი განაგრძობენ; გვანცა მოლაშვილი კი სასწავლო სემესტრს ავსტრიის პედაგოგიკის უნივერსიტეტში გაატარებს.