ახალი ამბები

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილის იმპიჩმენტის საკითხი მეორედ ჩავარდა

საკრებულოს სხდომას 27 წევრი ესწრებოდა, 14–მა მათგანმა ჯუგაშვილისა და წითელაურის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა, ცამეტმა წევრმა კი კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო. იმპიჩმენტისთვის 16 ხმა იყო საჭირო.
როგორც knews.ge–ს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატული მოძრაობის“ თავ,ჯდომარე ირაკლი უჯირაულმა განუცხადა, აღნიშნული მოთხოვნის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე ვერ უზრუნველყოფენ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს გამართულ მუშაობასა და დამოუკიდებლობას.
მისივე მტკიცებით, საკრებულოს წევრებს სხდომაზე დასწრება აიძულეს და დაავალეს, რომ იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ. 
“საკრებულო ჩამოშლილია და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. საკრებულო არ ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების მონიტორინგს. რა თქმა უნდა ამ პროცესში მთავარი პასუხისმგებლობა საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს. საკრებულოს წევრებზე განხორციელდა ზეწოლა. მათ უთხრეს, რომ სხდომას უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ კენჭისწყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც კი არ ესწრებოდა სხდომას. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი დაესწრო სხდომას, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია“, – განუცხადა knews.ge–ს ირაკლი უჯირაულმა. 
ჯუგაშვილის თქნამდებობიდან გათავისუფლების საკითხი საკრებულოს ათმა წევრმა დააყენა. 5 დეპუტატი პარტია “გაერთიანებული დემოკრატული მოძრაობის” წარმომადგენელია, 4 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, 1 კი უპარტიო.