ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში კავკასიური კეთილშობილი ირმები დააფიქსირეს

ამასთან დაკავშირებით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიდეო მასალას ავრცელებს. ირმების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, ისინი მხოლოდ ლაგოდეხსა და ბორჯომშია შემორჩენილი. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, აქ სულ მცირე 300 ირემი ბინადრობს.