სტატიები

გივი მეტრეველი – ჩემი გამგებლობის პერიოდში სამხატვრო სკოლის შენობა არ გაიყიდება

“მინდა ყველა თელაველს ვუთხრა, რომ სანამ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვიქნები, არცერთი ის შენობა, რომელიც თელავისთვის კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს, არავის საკუთრება არ გახდება. ვაპირებთ, ყოფილი ვენ დისპანსერის შენობის ინტერიერის რეაბილიტაცია ბოლომდე მივიყვანოთ, სადაც მრავალპროფილიანი სახლოვნებო სასწავლებელი გაიხსნებაამ შენობაში იქნება არ მარტო სამხატვრო სკოლა არამედ, ფოტოგრაფიის, თექის, მინანქარის, და კიდევ სხვადასხვა დარგების შემსწავლელი ჯგუფები. ასევე, მოეწყობა მცირე საგამოფენო დარბაზი. შენობამ კი, სადაც ამჟამად თელავის სამხატვრო სკოლაა განთავსებული, შესაძლოა, პროფილი შეიცვალოს, თუმცა არასოდეს გაიყიდება”, – განაცხადა გივი მეტრეველმა.