ახალი ამბები

კახეთის რეგიონის ჩემპიონი ლაგოდეხის საფეხბურთო გუნდი გახდა

ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების გუნდები. 

,,ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში მასპინძელთა გუნდმა გაიმარჯვა და საბოლოო ანგარიში 5:4 დასრულდა. ლაგოდეხის გუნდმა კახეთის რეგიონის ჩემპიონობა მოიპოვა”, – განაცხადეს სპორტის განვითარების ცენტრში.