ახალი ამბები

ლაგოდეხში საკრებულოს შუალედური არჩევნები მმართველი პარტიის კანდიდატმა მოიგო

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ლიდერობს.  

ლაგოდეხის #15,15 მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატმა ვაჟა კობერიძემ 799 ხმა მოიპოვა, , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი მოსეშვილმა – 416, ხოლო „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატმა ჯემალ მაჭარაშვილმა – 243 ხმა.

ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში სამივე უბნის მონაცემები დათვლილია.