ახალი ამბები

გურჯაანში პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს მმართველი გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

პოლიტიკური პარტია ,,თოფაძე-მრეწველები-ჩვენი სამშობლოს” გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვალერი შოშიაშვილმა კანდიდატურა ჯერ კიდევ პირველ ტურში მოხსნა. მისი განცხადებით, საკუთარი კანდიდატურა მმართველის ძალის პარტია ,,ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის სასარგებლოდ მოხსნა. იგი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბოლოო დამარცხებისთვის მიიღო.
,,ნუ დაასხამენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალს და საშუალება მისცენ ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ნამდვილად შეძლებს თავის გუნდთან ერთად ქალაქის განვითარებას. ვუსურვებ, მან პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგოს არჩევნები,“ – განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.
კახეთის 6 აჟორიტარული ოლქიდან პირველივე ტურში სამი კანდიდატურა მოხსნა პარტიამ ,,თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატის ნოდარ ქაჩლიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა.
დავით სონღულაშვილის მხარდაჭეისკენ მოუდებს ამომრჩევლებს გურჯაანის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის გუჯა გიორგაძის შტაბის ხელმძღვანელიც. 
,,გურჯაანში ნაციონალების დრო უნდა დამთავრდეს, მეც დავით სუნღულაშვილს დავუჭერ მხარს და ყველას მოვუწოდებ, რომ იგივე გააკეთოს”, – აცხადებს მიხეილ ფურცელაძე.