ახალი ამბები

ომალოში აეროდრომი აშენდება

მისივე ინფორმაციით, სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიმართულებას შიდა ავიაციის განვითარება წარმოადგენს.

,,ომალოს აეროდრომის პროექტირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ გამართულ მთავრობის სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ახმეტის მუნიციპალიტეტში ომალოში აეროდრომის პროექტირების დაწყების საკითხს. მოგეხსენებათ, რომ სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ შიდა ავიაციის განვითარება. ჩვენი მიზანია ის, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი მცირე აეროდრომი იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა მოსახლეობამ და ასევე ტურისტებმა ისარგებლონ. ეს იქნება უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი, უფრო მეტი კეთილდღეობა თითოეული ჩვენგანის ოჯახში. ეს პირველ რიგში, გულისხმობს თუშეთს, რომელიც არის მარგალიტი საქართველოსი თავისი განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობით, ასევე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში უკვე აღვნიშნავთ იქ ასაფრენი ზოლის დასრულებსაც და რა თქმა უნდა, აეროპორტის დასრულებასაც“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.