ახალი ამბები

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

საყოფაცხოვრებლო ნივთები და ავეჯი განადგურებულია. აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფმა დროულად შეძლო ხანძრის ლოკალიზება.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც არსებულ მდგომარეობას გაეცნობა და შესაბამის ღინისძიებებს განახორციელებს.