ახალი ამბები

დედოფლისწყაროში გზების თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

დედოფლისწყაროში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩასა და სხვა უბნებზე ელექტროსადენები დააზიანა.

,,მობილიზებულია შესაბამისი დამხმარე ტექნიკა, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა და ხეების გაწმენდა თოვლისგან. გზებზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი. გამგეობის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, – განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა