თელავში ცხრაასწლოვანი ჭადრის ხის გადასარჩენად უცხოელი სპეციალისტები იმუშავებენ

თელავის მერიამ პარტნიორ გერმანიის ქალაქ ბიბერახიდან მოწვეული სპეციალისტის დეტლეფ კოხის დახმარებით ჭადრის ხის მკურნალობა დაიწყო. 
უცხოელი სპეციალისტის განცხადებით, აუცილებელია ხის სწორად მკურნალობა, რომ მისი სიცოცხლისუნარიანობა გახანგრძლივდეს და პირვანდელი სახე შეუნარჩუნდეს.
ხის გადასარჩენად რამდენიმე თვის წინ თელავში გერმანელი სპეციალისტი 5 კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და ჭადრის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა. როგორც თელავის ვიცე მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა knews.ge-ს განუცხადა, სპეციალისტებმა დაწერეს ხის მკურნალობის სპეციალური პროგრამა.
მისივე ინფორმაციით, ჭადრის მკურნალობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ხემ ხმობა დაიწყო. 
„ჭადარი 900 წელზე მეტი ხნისაა და მისი კვდომის პროცესი დაიწყო. ჩვენი მიზანია, მისი სიცოცხლისუნარიანობა მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ. რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ჩავედი და შევხვდი მაღალი დონის ექსპერტ-სპეციალისტს, ბატონ დეტლერ კოხს, რომელთანაც, ჩვენს დაძმობილებულ ქალაქ ბიბერახთან ერთად, მოლაპარაკება ვაწარმოეთ და შეთანხმებასაც მივაღწიეთ“, – განუცხადა knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.