ახალი ამბები

დედოფლისწყაროში სამხედრო ავტომანქანის გადაბრუნების საქმეზე გამოძიება დაიწყო

შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 36 სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო- ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროდან ოსიაურისკენ გადაადგილდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადგარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. 27 დაშავებული სამხედრო მოსამსახურე დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 5, შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურე თბილისში დაზიანებების მიხედვით პროფილურ საავადმყოფოებში გაივლის მკურნალობის კურსს. 8 სამხედრო მოსამსახურე კი წნორის საავადმყოფოში რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაუყოვნებლივ გაემგზავრა დედოფლისწყაროში. ლევან იზორია ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.