ახალი ამბები

სასურსათო მაღაზიებში შაქარი გაძვირდა

გამყიდველები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ თუ ერთ ტომარას 90 ლარად ყიდულობდნენ, ახლა 10 ლარით გაუძვირდათ. სუპერმარკეტებში პროდუქტზე ფასის მატების კონკრეტულ მიზეზებს ვერ ასახელებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთ მიზეზს შესაძლოა, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნა წარმოადგენდეს.
,,რამდენიმე სახის პროდუქტი გაძვირდა, მაგრამ შაქრის ფასმა საკმაოდ მოიმატა. ამბობენ, რომ ცოტა ხანში პურიც გაძვირდება. ეს ზამთარი მოსახლეობას ძალიან ძვირი დაგვიჯდება, მალეც აცივდა და ხალხს შეშის ფული არ აქვს. ბაზარში მწვანილიც კი ძვირია, სადამდე უნდა გაიზარდოს ფასები თან ასეთ დაბალი ხელფასებისა და პენსიის პირობებში, რომ ადამიანმა კვება მაინც მოახერხოს ნორმალურად”, – აცხადებს მოსახლეობა.