ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორი – სოფელ კაბალის განვითარებისთვის ბევრ პროექტს განვახორციელებთ

ადგილობრივებმა გუბერნატორს სოფელში არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათი დროულად მოგვარება მოსთხოვეს. ქადაგიშვილის განცხადებით, სოფელ კაბალის განვითარებისათვის სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდება.
„ჩვენ შევძელით და ამ სოფელში გავხსენით „საზოგადოებრივი ცენტრი“, სადაც სოფლიდან გაუსვლელად 300-მდე სახის მომსახურების მიღება შეუძლია მოსახლეობას. შიდა საუბნო გზების სრული და ზოგიერთი მონაკვეთის ნაწილობრივი რეაბილიტაციაც განხორციელდა. ჩვენ, ასევე, გავაუმჯობესეთ წყალმომარაგება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სოფელ კაბალის განვითარებისთვის მომავალ წელს კიდევ უფრო ბევრ პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.