ახალი ამბები

სოფელ ლამბალოში 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით, 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას გააგრძელებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში, სადაც მათთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი.

,,ლამბალოს სკოლის შენობა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. გათვალისწინებულია, ყველა დეტალი, მათ შორის, ადგილმდებარეობის სპეციფიკა. სკოლას აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები დამხმარე სათავსოებით. ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, სასადილო, 300 კვ.მ-ის ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისაც და ერთ-ერთი პირველი სკოლაა, სადაც ლიტფი ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე, სკოლის მთელი ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება მიმდინარეობს. წლების განმავლობაში, ლამბალოს სკოლა ნაქირავებ შენობებში იყო განთავსებული, რის გამოც მოსწავლეებს ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის სრულიად შეუფერებელ საკლასო ოთახებში უწევდათ სწავლა”, – განაცხადა ქეთევან ნატრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ლამბალოში სასწავლო პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია. სკოლის მშენებლობის დასრულებას 1000-ზე მეტი ბავშვი უცდიდა.