შაქრო ტერტერაშვილი – არჩევნების მეორე ტურს მოვიგებ

როგორც knews.ge-ს ტერტერაშვილმა განუცხადა, ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების აქტიურობის შედეგად გაიმარჯვებს.
,,აქტიურად ვაგრძელებ საარჩევნო კამპანიას გაორმაგებული ძალითა და ენერგიით. ვხვდები მოსახლეობას და მათი განწყობა მმატებს ბრძოლის მოტივაციას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მხარდამჭერები იქნებიან აქტიურები და აუცილებლად მოვლენ არჩევნებზე. 
ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელმაც ბევრი ახალი პრეცედენტი შექმნა და ამჯერადაც ვაჩვენებთ, რომ მეორე ტურში შესაძლებელია სახელისუფლებო პარტიის კანდიდატის დამარცხება. ჩემი ოპონენტი გელა სამხარაული პირველ ტურში აცხადებდა, რომ იგი მიიღებდა 65-70%-იან მხარდაჭერას და მეორე ტურის ალბათობას არც განიხილავდა, თუმცა სხვა შედეგი დადგა. ასევე, თელავი-ყვარლის ოცნების კანდიდატი სესიაშვილი 4,5-ჯერ მეტი ხმის აღებას იქადნებოდა, თუმცა ყველამ ნახა რომ ამ ბატონების განცხადებები ჩვეულებრივი ბოდვა აღმოჩნდა. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და მოვიგებთ ბევრ ოლქში მეორე ტურს”, – განუცხადა knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.