სტატიები

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 9 თვის მონაცემები

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 74,6 მლნ-მდე აშშ დოლარისღირებულების ღვინო, რაც 12%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციულიბაზრების მიმართულებით:
ჩინეთი – 154% (3 852 245), უკრაინა – 61% (3 457 028), დიდი ბრიტანეთი – 60% (67 522), ბელარუსი – 51% (789 876), პოლონეთი – 47% (1 633 514), ესტონეთი – 43% (485 688), ყირგიზეთი – 39% (163 966), რუსეთი – 36% (17 056 936), გერმანია – 18% (223 862), იაპონია – 20% (134 808), აშშ – 5% (191 086), ლატვია 1% (841098)და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (17056936), ჩინეთი (3852245),უკრაინა (3457028) , ყაზახეთი (2535163) და პოლონეთი (1633514).

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 016 653 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 34%-ითაღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,6 მლნ აშშ დოლარისღირებულების – ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტისექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 126 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.გასული წლის 9 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 99,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 26,5% შეადგინა.