ახალი ამბები

ირმა ინაშვილი ხელისუფლებას სოფელ იორმუღანლოში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს

 მისი განცხადებით, იორმუღანლოს თემის სოფლებში ერთსა და იმავე ამომრჩევლებს პირადობის რამდენიმე მოწმობა აქვთ და საარჩევნო უბნებზე აძლევენ ხმებს. „იორმუღანლოს ზონაში ადგილი აქვს კარუსელის სისტემის გამოყენებას, ერთი და იგივე ადამიანებს აქვთ რამდენიმე პირადობის მოწმობა და რამენიმე საარჩევნო უბანში აძლევენ ხმას. როდესაც საჩივრებს წერენ ჩვენი წარმომადგენლები არ ურტყამენ ბეჭედს“, – განაცხადა ინაშვილმა.