ახალი ამბები

პოლიტიკური პარტიები მაწიმის მე-4 უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვენ

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ხარვეზის დაფიქსირების გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნის შედეგები უნდა გააუქმოს. როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მარიკა გიორგაძემ განუცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიიღეს მიმითება, რომ კენჭისყრის პროცედურა გაგრძელდეს და ხარვეზი უკვე ხმის დათვლის დროს აღმოიფხვრას. მისივე თქმით, საარჩევნო ყუთიდან ბიულეტენები ამოიღეს და დალუქეს. „ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ უბანზე დაახლოებით 2 საათიის განმავლობაში ხმის მიცემის პროცედურა შეჩერებული იყო. საარჩევნო ყუთი გაიხსნა, ამოვიღეთ ბიულეტენები, რომლებიც დავლუქეთ“, – აღნიშნა გიორგაძემ.