,,თავისუფალი დემოკრატების“ თელავი-ახმეტის დეპუტატობის კანდიდატი არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს

მისი მტკიცებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სამუშაო საათებში, აქტიურად არიან ჩართულები საჯარო მოხელეები და ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულებში შექმნილ აიპიებში დასაქმებული ადამიანები, რაც, კვირიკაშვილის შეფასებით, საფრთხეს უქმნის საარჩევნო კამპანიის სამართლიან გარემოში წარმართვას. 

,,ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და ხდება ჩვენი არათანაბარ პირობებში ჩაყენება სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებთან შედარებით. ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ სათქმელი ამომრჩევლამდე მივიტანოთ და იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს‘’,– განუცხადა knews.ge-ს ოთარ კვირიკაშვილმა.