ახალი ამბები

თოფაძე-მრეწველების პარტიის გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

როგორც უკვე ყოფილმა კანდიადატმა საგანგებო ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, შოშიაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მმართველის ძალის პარტია ,,ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის სასარგებლოდ მოხსნა.

,,ეს გადაწყვეტილება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბოლოო დამარცხებისთვის მივიღე. მოვუწოდებ სხვა ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატებსაც, რომ კანდიდატურა მოხსნან, რათა მეორე ტური საჭირო არ გახდეს” – განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა. 

შეგახსნებეთ, რომ გურჯაანის ერთმანდატიან ოლქში პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილია.