სტატიები

როგორ ვითარდება დემოკრატია სიღნაღში

პროექტი, რომლის მიზანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის  გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პროცესების შეფასება  და მის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის  ხელშეწყობა იყო,  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის-ctc მიერ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 როგორ და რა კრიტერიუმით შეაფასა ადგილობრივმა ორგანიზაციამ აღნიშნული საკითხი,  პროექტის დირექტორს, მაია ბიძინაშვილს ვესაუბრეთ.

 – ქალბატონო მაია, რა კონკრეტული ინსტრუმენტებით შეფასდა დემოკრატიის ხარისხი?

 მუნიციპალური შეფასების ინსტრუმენტი შედგება წინასწარ შემუშავებული სტანდარტებისგან, რომელიც შემუშავბულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ და ისინი თავის მხრივ, 3 ბლოკშია განაწილებული:

  • სამიზნემუნიციპალიტეტებშისაჯაროინფორმაციაზე პროაქტიული ხელმისაწვდომობა;
  • მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეთა  ჩართულობის არსებულიფორმები და პრაქტიკა;
  • მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციისა და სერვისების მიწოდების მიზნით მუნიციპალიტეტისვებ-გვერდისა და სხვა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებების ხარისხი და გამოყენება(სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორმები, ელექტრონული პეტიციები და სხვა).

მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასება თითოეული კრიტერიუმისთვის დადგენილი მაჩვენებლების/ინდიკატორების შესაბამისად, ქულის მინიჭებით ხდებოდა (ქულები 0-დან 3-მდე, 3 საუკეთესო შედეგია). კრიტერიუმების მიხედვით ქულათა საშუალო სიდიდე მოცემული მომენტისთვის  მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ციფრებში გამოხატული მაჩვენებელია.

 შეფასების პროცესის დაწყებმადე, პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით, სათემო ორგანიზაცია ,,ნუკრიანმა“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის პასუხისმგებელ პირებთან და ვებგვერდის ადმინიდტრატორებთან  გამართა შეხვედრები. სწორედ ამ სამსახურებთან კოორდინირებულმა თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება შეფასების შედეგები ყოფილიყო ზედმიწევნით ზუსტი და ადექვატური.

 –         რა კონრეტული ამოცანა, ან ამოცანები გქონდათ გადასაჭრელი და რა იყო მათი წინაპირობა?

 საქართველოს ორგანულ კანონში, ‘‘ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ , 2015წლის 22ივლისს შესული ცვლილება: ადგილობრივი თვითთმართველობის განხორციელების პროცესში  მოქალაქეთა თანამონაწილეობა (მუხლი 85). იყო ამ პროექტის შექმნის წინაპირობა, რადგან ადგილობრივითვი თმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობა დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი და მისი შეფასების მთავარი ინდიკატორია. საქართველოში დემოკრატიულ პროცესებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობა  ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ფაზაშია, ამ სფეროში არსებული ნაკლოვანებები კი საზოგადოებრივი კეთილდღეობის პროგრესს დაბრკოლებას უქმნის.

 ჩვენს მთავარ ამოცანას,  საჯარო ინფორმაციაზე პროაქტიული ხელმისაწვდომობის, მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის არსებული ფორმების და პრაქტიკის და მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციისა და სერვისების მიწოდების მიზნით მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდისა და სხვა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებების ხარისხი და გამოყენების (სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორმები, ელექტრონული პეტიციები და სხვა) შეფასება იყო შემდეგი ეტაპების მიხედვით:

 ეტაპი– მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის და მასზე განთავსებული ინფორმაციის შესწავლა;

  1. ეტაპი- მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა მუნიციპალიტეტიდან;
  2. ეტაპი- შევსებული შეფასების პირველადი ფორმის მუნიციპალიტეტისთვის გაცნობა;
  3. ეტაპი-შეფასების ფორმის საბოლოო დასრულება და ანგარიშის მომზადება

 შეფასების შედეგების  გათვალისწინებით  ყველაზე დაბალქულიანი ბლოკიდნ, ადვოკატირების მიზნით გამოვყავით ორი პრიორიტეტული მიმართულება.  შეფასების პროცესში დაფიქსირდა, რომ საერთო შეფასებამ 0,58 ქულა შეადგინა.(ქულები 0-დან 3-მდე, 3 საუკეთესო შედეგია).

 – რაზე გაკეთდა ამ ამოცანების გადაჭრისათვის შესრულებისას მთავარი აქცენტი?

შეფასების შედეგების  გათვალისწინებით  ყველაზე დაბალქულიანი ბლოკიდნ, ადვოკატირების მიზნით გამოვყავით ორი პრიორიტეტული მიმართულება. 

ყველაზე დაბალი ქულა -0 , მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაციის არ არსებობამ და მოქალაქეთა ჩართულობის  მექანიზმებს მიეკუთვნა.

ამიტომ ჩვენც მთავარი  აქცენტები მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ ინსტრუმენზე, დასახლების საერთო კრებების ჩატარებისთვის მოსახლეობის ინფორმირებულობასა და  დასახლების  საერთო კრების ორგანიზებაში ჩვენს დახმარებაზე  და მუნიციპალურ სერვისებზე  ხელმისაწვდომობაში მოსახლეობის ინფორმირებულობაზე გავაკეთეთ.

ამისათვის, სოფელ ილიაწმინდაში, დასახლების საერთო კრების ორგანიზებას შევუწყვეთ ხელი,  ხოლო სერვისების  ხელმისაწვდომობისათვის მოქალაქეთა უკეთ ინფორმირებულობისათვის გამოვეცით სპეციალური გზამკვლევი.

მომზადდა საკვანძო რეკომენდაციები, რომელიც გადაეცა სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას.

– გთხოვთ ჩამოთვალეთ ის, სარგებელი, რაც ამ პროექტის შედეგად არის  თვალნათელი საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთათვის?

– პროექტის მთავარი სარგებელი მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, არის შემდეგი:

პროექტის სარგებელი ხელისუფლებისთვის არის:

  • ცოდნის ამაღლება;
  • ნდობის მოპოვება;
  • სტრატეგიული თანამშრომლობის შექმნა;
  • გადაწყვეტილებათა ლეგიტიმაციის გაზრდა;
  • შეფერხებების გადალახვა-კონკრეტული შედეგების მიღება;
  • დავისა და შესაბამისი ხარჯების თავიდან აცილება;
  • უკეთესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოსახლეობის მონაწილეობით?

პროექტის სარგებელი საზოგადოებისთვის კი:

  • მოსახლეობის ინფორმირება საკუთარი უფლებების შესახებაქტიური მოქალაქის უნარების შეძენა;
  • შეფერხებების გადალახვა-კონკრეტული შედეგების მიღება;
  • მონაწილეობისთვის საჭირო მექანიზმები მონაწილეობისთვის
  • უკეთესი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო;
  • პოლიტიკურ პროცესზე გარვეული კონტროლის მოპოვება.