სტატიები

გურჯაანსა და თელავში მაჟორიტარობის ორმა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

მისი განმარტებით, მან ვერ შეძლო სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება რის შედეგადაც არჩევნებში მონაწილების შედეგები მისთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნებოდა. ქოჩორაშვილი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე საუბრისას განმარტავს, რომ გადაწყვეტილება არცერთი კანდიდატის სასარგებლოდ არ მიუღია.

,,კანდიდატურა მოვხსნი იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვაწარმოე აქტიური კამპანია ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამიტომ ასე მოუმზადებლად და ხალხთან შეხვედრის გარეშე არჩევნებამდე არ მივალ. „თავისუფალ დემოკრატებს“, გვაქვს პარტიული წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ შემუშავებული. არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, გადაწყვეტილების მიზეზებზე დღეს საუბარი არ მსურს. არ ვაპირებ ჩემი გუნდის დატოვებას, ვრჩები “თავისუფალ დემოკრატებში” წევრად და აღნიშნული ფრაქციის წარმომადგენლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პროპორციულად კი, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელება მოსახლეობასთან შეხვედრა“, – განაცხადა სიმონ ქოჩორაშვილმა.

სიმონ ქოჩორაშვილის მსგავსად, არჩევნებამდე 10 დღით ადრე, კანდიდატურა მოხსნა ვასილ კევლიშვილმაც. იგი,  თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატად იყრიდა კენჭს. მან, კანდიდატურა ,,ირმა ინაშვილი, დავით თარხან–მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია“ თელავი–ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ მოხსნა.

კევლიშვილის მთავარ დაპირებას, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

,,იმის გამო, რომ ჩემი მხარდამჭერთა რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა, პარალელურად იზრდებოდა საარჩევნო კამპანიის ხელის შემშლელი პირობებიც, რის შესახებაც არაერთგზის განმიცხადებია. ეს გამოიხატებოდა, როგორც საარჩევნო სუბიექტების არათანაბ პირობებში ჩაყენების, ასევე სააგიტაციო მასალების გავრცელების ხელის შეშლაში. ამას თან ერთვოდა, სახელმწიფოს მხრიდან აფსურდული ფინანსური ჯარიმები არამარტო ჩემზე, არამედ სხვა მაჟორიტარ დამოუკიდებელ კანდიდატებზე. სახელმწიფოს მიერ დაკისრებულმა ჯარიმებმა გამოიწვია ისედაც მწირი ფინანსური რესურსების კიდე უფრო კლება, რის გამოც შეუძლებელი გახდა საარჩევნო კამპანიის გაგრძელება”,– განაცხადა ვასილ კევლიშვილმა.

დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი პოლიტიკურ მოღვაწეობას არ წყვეტს და საკუთარი მხარდამჭერებით ,,ირმა ინაშვილი, დავით თარხან–მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციას“ შეურთდა.

,,არ სურს ჩემი საკმაო დიდი ელექტორატის ხმების დაკარგვა და მათი უიმედო მდგომრეობაში ჩაყენება, ამ ეტაპზე პირად ინტერესებს ვწევ უკან და ერთადერთ სწორ გამოსავლად მივიჩნევ, რომ მთელი ჩემი ელექტორატით შეუერთდე ძალას, რომლის საარჩევნო პროგრამა ყველაზე ახლოს დგას ჩემს საარჩევნო პროგრამასთან. ჩემი აზრით, ერთადერთი ღირსეული და პროფესიული კადრია გოჩა მამაცაშვილი, სწორედ ამიტომ მის სასარგებლოდ ვხსნი საკუთარ ანდიდატურას”,– აღნიშნა ვასილ კევლიშვილმა.