ახალი ამბები

თესაუ აცხადებს სტუდენტთა მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

სტუდენტები მიიღებიან ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, სპორტის, ინგლისური და გერმანული ენებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებებზე. აპლიკანტმა უნდა წარადგინოს განცხადება რექტორის სახელზე; პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად; უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი დედანთან ერთად ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი; 2 ფოტოსურათი 3X4; სამხედრო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (გაწვევას დაქვემდებარებულ ვაჟებისათვის); მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს. როგორც knews.ge-ს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, მისაღები გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. უწყების ინფორმაციით, აპლიკანტი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება, თუ გამოცდაზე გადალახავს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, რომელიც 51 ქულით განისაზღვრება. 
„ჩარიცხვა განხორციელდება, თუ პროგრამაზე ჩასარიცხ აპლიკანტთა რაოდენობა იქნება 2 ან მეტი. ბოლო ვაკანტურ ადგილზე კონკურენციის პირობებში, რომელიც გამოცდის არათანაბარი ქულების შემთხვევას გულისხმობს, უპირატესობა მიენიჭება უნივერსიტეტისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდების მიერ მაღალ ქულებს“, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 
გამოცდების შედეგები 11 ოქტომბერს გახდება ცნობილი. შედეგების გასაჩივრება აპლიკანეტებს 11-12 ოქტომბერს, დილის 10.00 საათიდან საღამოს 17.00 საათამდე შეეძლებათ. ჩასარიცხ აპლიკანტებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 12-13 ოქტომბერს, დილის 10.00 საათიდან საღამოს 17.00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს მიმართულებებზე ადგილების რაოდენობის ნახვა შეუძლიათ ამ ბმულზე: http://tesau.edu.ge/gancxadebebi/458-20162017–sastsavlo-tslisatvis-iakob-gogebashvilis-saxelobis-telavis-saxelmtsifo-universiteti-acxadebs-studentta-mighebas–mastsavleblis-momzadebis-saganmanatleblo-programaze.html