ახალი ამბები

ნაცმოძრაობის ყვარელი–ლაგოდეხის დეპუტატობის კანდიდატმა კაბალში შეხვედრა გამართა

კაკალაშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც ხელისუფლებამ ვერ გადაჭრა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყვარელისა და ლაგოდეხის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გურამ კაკალაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. კაკალაშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა.ბეში პრობლემები ბევრია, რისი მოგვარებაც ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.
,,შეხვედრებზე, რომელსაც ყველა სოფელში ვატარებ, ადამიანები მოხოვენ ელემენტარულ რამეს: ეს არის გზა, ბუნებრივი აირი და წყალი. ამ მთავრობის სირცხვილია, რომ 4 წლის გნმავლობაში არაფერი გაუკეთებია. კონკრეტულად კაბალში არ არის სანაგვე მოწყობილი, ამის გამო სოფლის ბოლოს იყრება ნაგავი და ანტისანიტარიაა. რაც შეეხებათ ლაგოდეხში მცხოვრებ ეკომიგრანტებს, გამარჯვების შემთხვევაში მათი ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად გავაგრძელებთ ჩვენს დაწყებულ პროექტებს. გავაგრძელებთ ეკომიგრანტებისთვის სახლების შენებას და შეძენას, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს. დაშვებული შეცდომები კარგად დავინახეთ და ვიცით როგორ მოვიქცეთ, რომ ასე აღარ გაგრძელდეს‘’,– განუცხადა knews.ge-ს გურამ კაკალაშვილმა.