ახალი ამბები

კახეთში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა

დღეს კვლავ წვიმა და ქარია მოსალოდნელი. 23-24 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. შედეგად, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და აცივდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16-22 გრადუსი იქნება. 25 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა ღამით ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 25 სექტემბრამდე პერიოდულად იწვიმებს თბილისშიც. ხვალ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 23-24 სექტემბერს – 18-20 გრადუსია მოსალოდნელი.