ახალი ამბები

“ქართველ და აზერბაიჯანელ დეპუტატობის კანდიდატებს თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ”

ის ეთნიკური აზერბიუჯანელებით დასახლებული სოფელ იორმუღანლოდან ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად იბრძვის. მამედოვს 10 წლიანი საარჩევნო გამოცდილება აქვს.

ის 2006-დან 2010 წლამდე იორმუღანლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული იყო.2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი საინიციატივო ჯგუფიდან იყრიდა კენჭს. ამჟამად, იგი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატია.

მამედოვის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში აზერბაიჯანელებისა და ქართველების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით იმუშავებს.
,,აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხი უნდა ვენდოთ ერთმანეთს, რომ ყველამ ერთად ავაშენოთ კარგი ქვეყანა. მე აქ ვცხოვრობ და შესაბამისად, კარგად ვიცნობ ყველა პრობლემას. მაქვს დაპირებები არამხოლოდ იორმუღანლოელებისთვის, არამედ საგარეჯოს მოსახლეობისთვის. საგარეჯოში 35% არის ეთნიკურად დასახლებული ჩვენი თემის სახით.
10 წელია ვმუშაობ აზერბაიჯანელებისა და ქართველების ინტეგრაციის საკითხებზე. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთმანეთი და ვანდოთ ქვეყანა ერთმანეთს. მე არვვარ ადამიანი, რომელიც ვილაში გაიზარდა, რომ თანამდებობის მიღების შემდეგ ადამიანები დაივიწყოს. მინდა, მოსახლეობას დავეხმარო და ვიყო მათ გვერდით. მაქვს გამარჯვების იმედი, ჩვენ არ უნდა განვასხვავოთ რომ ეს აზერბაიჯანელია და არ მივცემ ხმას. ეს პრობლემა და ბარიერი უნდა მოიხსნას. იმედი მაქვს, რომ ქართველებისგანაც მივიღებ ხმებს და დამიჭერენ მხარს. ჩვენთან ყველა ფიქრობს, რატომ არ უნდა ჰქონდეს აზერბაიჯანელს შანსი გამარჯვებისა; მინდა, რომ ეს სტერეოტიპი დავანგრიო ჩვენს აზროვნებაში”, – განუცხადა knews.ge-ს კაზამფარ მამედოვმა.