სტატიები

გაუცნობიერებელი არჩევანი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ იორმუღანლოს თემში მცხოვრებ ჰამბათ ჯამალოვის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია საქართველოში საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

,,არ ვიცი რა არჩევნები ტარდება, რადგან ჩვენთან არ მოდის ინფორმაცია. არ იცით კარგად ქართული ენა და ეს გვიქნის დიდ პრობლემას. ეს პრობლემა ჩვენს ქალებს უფრო აწუხებთ, რადგან მათ იმ დონეზეც არ იციან ქართული როგორც ჩვენ. სულ სახლში არიან ოჯახის საქმეებს აკეთებენ და ქართულს ვერ სწავლობენ,’’– განაცხადა ჰამბათ ჯამალოვმა.

იორმუღანლოს მკვიდრის ახმედ მამედოვის თქმით, იგი მომავალი არჩევნების შესახებ არ ფლობს ინფორმაციას, თუმცა ხმას იმ დეპუტატობის კანდიდატს მისცემს, რომელიც მათთან პირადად მივა, მოისმენს მათ პრობლემებს და მის მოგვარებაში დახმარებას დაპირდება.

,,ბევრი კანდიდატი მოვიდა, დაგვპირდა პრობლემებს მოგიგვარებთო, ჩვენც მივეცით ხმა მაგრამ გამარჯვების შემდეგ აღარავის ვაინტერესებთ. წლებია ასე ხდება. არავისი იმედი აღარ გვაქვს. მე ხმას მხოლოდ იმას მივცემ, ვისაც დავინახავ, რომ მართლა უნდა ჩვენი პრობლემების მოგვარება და დახმარება,’’- განაცხადა მედივ მამედოვმა.

ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. იორმუღანლოელები ამბობენ, რომ მათ მომავალი დეპუტატის იმედი აღარ აქვთ.

,,ორ წელზე მეტია საძოვრების და წყლის პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ, მაგრამ არავინ გვისმენს, ჩვენი პატრონი არავინ არის. ამ სიცხეში უწყლოდ ვიხოცებით. ყველა დეპუტატი მოდის ჩვენთან არჩევნების პერიოდში მხოლოდ მაშინ ვნახავთ ხოლმე’’, -ამბობს სულეიმან ოლჯავათი.

საშუალო ასაკს მიტანებული მოსახლეობისგან განსხავავებით, იორმუღანლოს თემში მცხოვრები ახალგაზრდები არჩევნებზე მცირე ინფორმაციას ფლობენ. სოფელ დუზაგრამაში მცხოვრები 18 წლის სტუდენტი ელვინ კარიმოვი ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მან ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობებში მოხალისედ ჩართვის შემდეგ მიიღო.

,,ვიცი, საპარლამენტო არჩევნები მოდის და დეპუტატი უნდა ავირჩიოთ. დეპუტატობის კანდიდატები როცა მოდიან, ერთნაირ დაპირებებს გასცემენ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და მათი პრობლემების მოგვარება.სწორედ ამიტომ აღარ ინტერესდება ხალხი არჩევნებშიც და სულ უფრო ნაკლები იორმუღანლოელი მიდის უბანზე ხმის მისაცემად.’’

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, საარჩევნო საკითხებზე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებისთვის აუცილებელია მათ საარჩევნო მასალის გაცნობის საშუალება მათთვის გასაგებ ენაზე ჰქონდეთ.

,,მნიშვნელოვანია, რომ მათ ქონდეთ გათვითცნობიერებული, რომ ხმის მიცემით მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ. მნიშნელოვანია სოფლებში ადგილზე შეხვედრები, იმიტირებული საარჩევნო პროცედურების გავლა ახალგაზრდებში, საარჩევნო მასალების დარიგება და სხვა “, – განაცხადა მარეხ მგალობლიშვილმა.