საგარეჯოში ორგანულ-მინერალური სასუქების წარმოება 2017 წლიდან დაიწყება

ბიზნეს-იდეამ ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში „სტარტაპ საქართველო“ გაიმარჯვა. ლევან ასლანაძის თქმით, მოლაპარაკებები საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ამ საკითხით სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანია დაინტერესებული. კომპანია იტალიურ ,,ადრიატიკასთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

,,სასუქი არის ორგანულ-მინერალური, ორგანულის წარმოება ადგილობრივი ნედლეულით მოხდება, ხოლო რაც შეეხება მინერალურს, ვაპირებ, იტალიიდან შემოტანილი პროდუქციით ვაწარმოო. საწარმოში პირველ ეტაპზე 7 ადამიანი დასაქმდება. პროექტის სრული ღირებულება 241 ათასი ლარია. “– აღნიშნავს ლევან ასლანაძე.