ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი – ცდილობენ, მოსავლის დაბინავების პროცესი პოლიტიკურ თემად აქციონ

,,კახეთში არანაირი დაბრკოლება არ არსებობს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით. მაგალითად, წნორის ქარხანას სტუმრობდა რამდენიმე პოლიტიკური ძალა, თუმცა ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს, რადგან ორგანიზებულად მიმდინარეობს ყურძნის აღება–გადამუშავების პროცესი. ჩემთან არ მოსულა ინფორმაცია, რომ რეალურად მევენახეთა რომელიმე ჯგუფი ყოფილიყო უკმაყოფილო, ხოლო პოლიტიკოსები უკვე რამდენიმე წელია ცდილობენ მოსავლის აღება-დაბინავების პროცესი პოლიტიკურად აქციონ”.-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.