ახალი ამბები

თელავის მერიამ პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის კონკურსი გამოაცხადა

knews.ge-ს თელავის მერიაში განუცხადეს, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, 12 წლის ასაკიდან. მონაწილეებმა კი საკონკურსო ფოტო, რომელიც არსად არ უნდა იყოს გამოქვეყნებული უნდა გააგზავნონ მეილზე foto.telavi@gmail.com; 

,,სურათი უნდა იყოს JPEG ფორმატში (.jpg ან .jpeg) მინიმუმ 2,600 პიქსელი; ასევე ფოტოზე არ უნდა იყოს დატანებული საავტორო ლოგო და მისი გამოგზავნისას აუცილებლად უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი და ფოტოს მოკლე აღწერა (სად, და რა ვითარებაში იქნა ფოტო გადაღებული). წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს; ერთ მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ 3 ფოტოს გამოგზავნა; ჟიურის მიერ მოხდება არარეალური Like-ბის იდენტიფიცირება და ნაყიდი Like-ბის შემთხვევაში ფოტო მოიხსნება კონკურსიდან; საკონკურსო ფოტოების მიღება მოხდება 10 ოქტომბრის ჩათვლით და შემდეგ აიტვირთება თელავის მერიის ფეისბუქის გვერდზე, სადაც 20 ოქტომბრის ჩათვლით მოხდება მოწონებების დაგროვება. ფოტო, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ მოწონებას, მიიღებს პრიზს. ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ფეისბუქმომხმარებელი, ხოლო მეორეს კომპეტენტური ჟიური. ასევე სპონსორები გამოავლენენ და დააჯილდოვებენ თავიაანთ ფავორიტებს; საუკეთესო ფოტონამუშევრები კი შევა თელავის მერიის მიერ გამოცემულ ბეჭდურ 2017 წლის კალენდარში; გამარჯვებულების დაჯილდოვება 7 ნოემბერს ,,ერეკლეობის“ დღესასწაულზე მოხდება”,– განუცხადეს knews.ge-ს ქალაქ თელავის მერიაში.