ახალი ამბები

გურჯაანში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა იწყება

,,კახეთი-იონი“ კახეთის მოსახლეობას მნიშვნელოვან სიახლეს შესთავაზებს. კლინიკა ჩაერთვება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, რომლის ფარგლებში მოსახლეობას შეეძლება ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები და გაიაროს მკურნალობის კურსი, სრულიად უფასოდ. ამასთანავე, კახეთი-იონის ხელმძღვანელობა გეგმავს, გურჯაანში ბურგუნდიის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის ფილიალის გახსნასაც, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს აგრონომის პროფესიას და პრაქტიკები საფრანგეთში გაიაროს,“–განაცხადა „კახეთი-იონის“ პრეზიდენტი ერიკ ჟანწმა.

კლინიკის წარმოამადგენლების განცხადებით, უახლოეს მომავალში დაწესებულება გაფართოებას გეგმავს.