სტატიები

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესი

2. კითხვა: რა ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო?

პასუხი: სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 (ხუთი) ჰექტრის ფარგლებში. 

3.რა ოდენობით განისაზღვრება ამზომველისთვის ასანაზღაურებელი ხარჯები?

პასუხი:ამზომველისთვის ასანაზღაურებელი ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 1,5ჰა-მდე მიწაზე – არაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით;

ბ)1,5 ჰა-დან  5 ჰა-მდე მიწაზე – არაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით. 

4.კითხვა: რა ხარჯებს არ ანაზღაურებს სახელმწიფო?

პასუხი: ანაზღაურებას არ ექვემდებარება მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თუ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწა, რეესტრში დარეგისტრირდა გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე ცალკე რეგისტრაციის ობიექტებად. 

5. კითხვა: რა ვადაში უნდა მოხდეს დაინტერესებული მხარის მიერ განცხადების წარდგენა?

პასუხი:პასუხი: მიწის რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა მიერ რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისი.

 

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.