თელავში ალაზნის გამზირზე ხანძარია

ხანძრის ფაქტი თვითმხილველმა მობილური ტელეფონით გადაიღო, რომელიც ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. ალექსანდრე ლაზარიაშვილის ფეისბუქ გვერდზე ატვირთული ვიდეო კადრები ადასტურებს, რომ ცეცხლის კერა შენობებთან ახლოს გაჩნდა.

როგორც knews.ge-ს თელავის სახანძრო სამსახურში განუცხადეს, დროული რეაგირების შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია და შენობებზე არ გავრცელებულა. 

იხილეთ ვიდეო: 

https://www.facebook.com/LexoNokiaN/videos/10207366479867014/